ჩვენს შესახებ

კომპანია ლაზი დაფუძნდა 2014 წელს.

პირველ ეტაპზე, კომპანია ლაზი აწარმოებდა მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარას ლოკალურ დამკვეთებზე.

მუშაობის სწორი პრინციპებით და გამართული საოპერაციო მენეჯმენტით, კომპანიამ შეძლო პროდუქტის მოთხოვნა და წარმოების ზრდა სინქრონულად განეხორციელებინა.

2015 წლის დასაწყისში, კომპანიის დამფუძნებელმა გადაწყვიტა ახალი მიმართულების შექმნა, რაც მოიცავდა სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობას.

ახალმა კონტაქტორებმა საგრძნობლად დიდი როლი ითამაშა წარმოების სწრაფ ზრდაში. 2015 წლის ზაფხულში, კომპანიის ბიუჯეტი მზად იყო მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების შესაძენად, რათა დაეწყო ალუმინის კარ-ფანჯრის და ვიტრაჟული სისტემების წარმოება.

საწყის ეტაპზე, კომპანია ახორციელებდა ალუმინის პროფილის ადგილობრივ შესყიდვას, რაც რათქმა უნდა ხელს უშლიდა კონკურენტ უნარიანი ფასის შეთავაზებას დამკვეთებზე.

2015 წლის ბოლო შემაჯამებელ თათბირზე გადაწყდა, რომ კომპანია ლაზი გახდებოდა "AYDE ALUMINUM"_ის წარმომადგენელი საქართველოში, რომ შეძლებოდა საკუთარ დამკვეთებზე პრემიუმ ხარისხის იზოთერმული ალუმინის პროფილის შეთავაზებას.

შიდა ინვესტიცია თავისთავად ხარჯებს საგრძნობლად ამცირებდა, რაც საშუალებას იძლეოდა შემცირებული ხარჯების სრულად მარკეტინგის და პიარისთვის მისამართად, რათა გაზრდილიყო კომპანიის ცნობადობა საქართველოს მაშტაბით.

ჩვენი კლიენტები