ვიტრაჟული ტიხარი შესაძლებელია დამზადდეს:
- სტაციონარული შესრულებით;
- ორ ლიანდაგზე მოძრავი ორი, სამი, ოთხი ან ხუთ ფრთიანი გაგორების ფუნქციით.(მოძრაობს 8მმ-ის სიმაღლის ლიანდაგზე);
- ე.წ „დაკიდებული სისტემა“ ერთი ან ორი ფრთით;
სურვილისამებრ შესაძლებელია როგორც სტანდარტული – გამჭვირვალე, ასევე დაბურული/ფერადი მინის გამოყენება.
პროდუქტი პრაქტიკულია სტუდიო ტიპის სივრცისთვის, მისაღებისა და სამზარეულოს გამოსაყოფად. ამავდროულად მინიმალისტურ, დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებს ბინებში, აგარაკებსა და ოფისების ინტერიერში.